1. საკრებულოს აპარატს, მის  თანამშრომლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამსახურებრივი დოკუმენტების მოვლასა და მათში ასახული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე.

2. დოკუმენტის დაკარგვის თაობაზე თანამშრომელმა უნდა განუცხადოს საკრებულოს აპარატის უფროსს. ასეთ შემთხვევაში ტარდება სამსახურებრივი მოკვლევა.

3. დოკუმენტის ან მისი ასლის გადაცემა სხვა ორგანიზაციისათვის შეიძლება მხოლოდ საკრებულოს აპარატის უფროსის უფროსის ნებართვით.

4. შემოსული დოკუმენტების გაცნობა და მათზე მუშაობა ხორციელდება სამსახურებრივ შენობაში.

5. შვებულებაში, მივლინებაში წასვლის ან ავადმყოფობის შემთხვევაში თანამშრომელი მასზე რიცხულ დოკუმენტებს საკრებულოს აპარატის  უფროსის მითითებით გადასცემს სხვა თანამშრომელს, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში კი ყველა დოკუმენტს აბარებს საკრებულოს აპარატის უფროს