1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სანიტარიის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მონიტორინგისა და რეაგირების სამსახურის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:

1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება აგრარული, სამედიცინო ან/და  ვეტერინარიის მიმართულებით;

ბ) აგრარულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (microsoft office word; microsoft office excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნას);

ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში მუშაობის გამოცდილება და ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან მუშაობის გამოცდილება.

1.2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“;

ვ) საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

თ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 4 ივლისის №2-101 ბრძანება „ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

კ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 30 ნოემბრის №39 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოს რეორგანიზაციისა და  მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“.