1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ან სათანადო ცოდნა და გამოცდილება (ვეტერინარული მიმართულებით);

ბ) საჯარო სამსახურში აგრარულ სფეროში არანაკლებ 1 წლის მუშაობის გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (microsoft office word; microsoft office excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნას);

ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში მუშაობის გამოცდილება და ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან მუშაობის გამოცდილება.

1.2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“;

ვ) საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

თ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 4 ივლისის №2-101 ბრძანება „ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

კ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 30 ნოემბრის №39 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოს რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახე