1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი ვეტერინარული განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);
ბ) საჯარო სამსახურში აგრარულ სფეროში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;
გ) ვეტერინარიის სფეროში ნორმატიულ აქტებზე მუშაობის გამოცდილება;
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (microsoft office word; microsoft office excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;
ე) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნას);
ვ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში მუშაობის გამოცდილება და ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან მუშაობის გამოცდილება.
1.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’;
დ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“;
ვ) საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“;
ზ)საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
თ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 4 ივლისის №2-101 ბრძანება „ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“;
ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
კ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 30 ნოემბრის №39 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოს რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ