შპს,,არენა მშენი’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1492-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1492-16

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2016 წლი ს 09 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი - შპს ,,არენა მშენი’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 204388402)

დირექტორი - სერგო უღრელიძე

წარმომადგენელი - ლაზარე ძირკველიშვილი

 

მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო

არმომადგენელი - მიხეილ ლომთაძე

 

მოთხოვნა -   კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.

 

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია

 

2016 წლის 28 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა  შპს ,,არენა მშენის’’ დირექტორმა სერგო უღრელიძემ და მოითხოვა   შპს „არენა მშენის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან   შპს ,,არენა მშენს’’  არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში,  მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა2016 წლის  4 მარტს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული  საკითხები, კერძოდ, მოსმენილი იქნა მეურვის ანგარიში მოვალის ქონებასთან დაკავშირებით. კრედიტორთა პირველმა კრებამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა სრულად ვერ განახორციელა, რის გამოც შპს „არენა მშენის“ და მეურვის - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების  მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ კრება შეწყდეს და გაგრძელდეს კანონით დადგენილ ვადაში.

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

  

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,

     

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2016 წლის 18 მარტს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №1).

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                     თ. ჭუნიაშვილი