„ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №03 |
|
2016 წლის 18 მარტი ქ. ბათუმი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებით დამტკიცებულ „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესში“ შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელებაზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური გასცემს თანხმობას სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე ყოველ კერძო შემთხვევაში, განსაზღვრული ვადით, თევზჭერისათვის აკრძალულ იმ რაიონებში, სადაც ასეთი სახის თევზჭერა ხელს არ უშლის ნაოსნობის უსაფრთხოებას.“; ბ) წესის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) გემების ღუზაზე დგომის (№200 და №300) რაიონებში ღუზაზე მდგომი გემიდან 3 (სამი ) კბტ რადიუსში, ხოლო 3 (სამი) კბტ რადიუსის გარეთ დასაშვებია მხოლოდ პელაგიური ტრალით აღჭურვილი გემებისთვის;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|