„ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის N05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №06 |
|
2016 წლის 11 ივლისი ქ. ბათუმი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ –
საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებით დამტკიცებულ „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესში“ და წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ფოთის ნავსადგური 1. ნავსადგურის შიდა აკვატორიაში, ნავსადგურის შესასვლელ არხში, ფარვატერზე, გემების ღუზაზე დგომისა და ინტენსიური მოძრაობის ადგილებში ცოცხალი რესურსების რეწვის, სათხევლის და სხვა სახის ბადის გამართვის, აგრეთვე ნავმისადგომებიდან ანკესით ან სხვა საშუალებებით თევზჭერა იკრძალება: ა) ნავსადგურის დაცული (სარეჟიმო) ნაწილის შიგნით არსებული ზღვის აკვატორიაში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან; ბ) რუკაზე დატანილი გემების ინტენსიური მოძრაობის ადგილებში (მოძრაობის გამყოფ ზონაში), ნავსადგურში შესასვლელ არხში და ფარვატერზე; გ) გემების ღუზაზე დგომის (№200 და №300) რაიონებში ღუზაზე მდგომი გემიდან 3 (სამი) კბტ რადიუსში, ხოლო 3 (სამი) კბტ რადიუსის გარეთ დასაშვებია მხოლოდ პელაგიური ტრალით აღჭურვილი გემებისთვის; დ) რეიდზე (ღუზაზე მდგომი, სპეციალურად გამოყოფილი №1 და №2 საღუზე წერტილებში) სატვირთო ოპერაციებით დაკავებული გემებიდან ერთი საზღვაო მილის რადიუსში; ე) ზღვაოსნობის სახელმძღვანელოებსა და მეზღვაურთა უწყებებში განცხადებულ რაიონებში, რომელიც აღნიშნულია შესწორებულ სანავიგაციო რუკებზე ან შეტყობინებით გამოცხადებულ კოორდინატებში; ვ) აკრძალულ უბანზე. 2. ნავსადგურის გახსნილ (ღია) ნაწილში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან დასაშვებია სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა მხოლოდ სამანიპულაციო ჯოხით აღჭურვილი ხელის ანკესით.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|