სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტების განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 28.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-14/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016383
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ზოგიერთ სამკურნალო საშუალებაზე 2017 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2018 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2026 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2022 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2023 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება
№01-14/ნ/№117
2016 წლის 28-27 მარტი
ქ. თბილისი
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტების განსაზღვრის თაობაზე
მუხლი 1🔗
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკოსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
დანართი №1
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტები (შემდგომში - ქვეყნის შიდა კვოტები) წარმოადგენს ქვეყნის წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით განსაზღვრულ ლიმიტს, რომელიც დგინდება საჭიროებისამებრ, ერთ ან რამდენიმე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე და იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე (შემდგომ ტექსტში - ფარმაცევტული პროდუქტი), რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს.
2. ქვეყნის შიდა კვოტა/კვოტები დგინდება საბჭოს დასკვნის საფუძველზე და მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი აქტით.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებაში მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის გენერიკული დასახელება და შესაბამისი წლისათვის კვოტით დადგენილი რაოდენობა.
4. კვოტის გაანგარიშებისას/დადგენისას არ გაითვალისწინება სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო და კრიმინალისტიკური მიზნით, ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ან/და მასთან გათანაბრებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანის შემთხვევები, აგრეთვე ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვებისათვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო ნიმუშები.
მუხლი 2🔗. საბჭო
1. ფარმაცევტულ პროდუქტზე საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით იქმნება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სათათბირო ორგანო - საბჭო.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საბჭოს თანათავმჯდომარე;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენ(ლები)ელი, საბჭოს წევრ(ებ)ი;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენ(ლებ)ელი, საბჭოს წევრ(ებ)ი;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენ(ლები)ელი, საბჭოს წევრ(ებ)ი;
თ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენ(ლები)ელი, საბჭოს წევრ(ებ)ი;
ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენ(ლები)ელი, საბჭოს წევრ(ებ)ი;
კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენ(ლები)ელი, საბჭოს წევრ(ებ)ი.
4. საბჭოს პერსონალური შემადგენლობაც მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. საბჭოს საქმიანობაში შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სხვა წევრებიც, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები (საბჭოს წევრის სტატუსით, ან მის გარეშე).
მუხლი 3🔗. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები
1. საბჭო:
ა) ახორციელებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისა და მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვიდან არალეგალურ ბრუნვაში გადინების რისკების შეფასებას;
ბ) ისმენს კომპეტენტური ეროვნული ორგანოს - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ცალკეული ნივთიერებებისა ან/და მასთან გათანაბრებული ცალკეული სამკურნალო საშუალებების მოხმარების (ხარჯვის) და შესაბამისი კალენდარული წლისათვის რეალურად საჭირო სავარაუდო ოდენობების შესახებ;
გ) განიხილავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ცალკეული ნივთიერებებისა ან/და მასთან გათანაბრებული ცალკეული სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტ(ებ)ის შემოღების (დადგენის) საჭიროების საკითხს; შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს და წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებს;
დ) განიხილავს წინადადებებს ქვეყნის შიდა კვოტაში შესატან ცვლილებებზე;
ე) შესაბამის ნივთიერებების არალეგალურ არხებში გადინებასა და არასამედიცინო მიზნით გამოყენების თაობაზე მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე განიხილავს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ ნივთიერებებზე ფიქსირებული და შიდა კვოტების დადგენის მიზანშეწონილობის საკითხს;
ვ) უფლებამოსილია, მოისმინოს/განიხილოს ინფორმაცია/წინადადებები კვოტის დადგენასთან დაკავშირებული პროცესების, შედეგებისა და თანმდევი რისკების თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები.
2. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, საბჭო უფლებამოსილია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;
გ) ითანამშრომლოს საბჭოს საქმიანობასთან გამომდინარე შესაბამის თემებზე მომუშავე შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
3. საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, რომლებიც არ რეგულირდება ამ დებულებით, წყვეტს საბჭო.
მუხლი 4🔗. საბჭოს მუშაობის ორგანიზება
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თანათავმჯდომარე.
2. საბჭო იკრიბება თავმჯდომარის/საბჭოს თანათავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საჭიროებისამებრ.
3. საბჭოს თავმჯდომარე წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ან ანიჭებს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას კომპეტენტურ პირებს/ორგანოს.
4. ამასთან, საბჭოს წევრების არყოფნის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება, დროებითი შრომისუუნარობა და ა.შ.), საბჭოს სხდომაში მონაწილეობას იღებს ამ წევრის მოვალეობის შემსრულებელი.
5. საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს სააგენტო.
6. საბჭოს სამდივნო:
ა) საბჭოს წევრებს ატყობინებს სხდომის ჩატარების თარიღს და უგზავნის მათ სხდომის დღის წესრიგს;
ბ) ხელმოსაწერად ამზადებს საბჭოს სხდომის ოქმებს და საოქმო ჩანაწერს უგზავნის საბჭოს წევრებს, აგრეთვე საჭიროებისამებრ, შესაბამის დაინტერესებულ დაწესებულებებს (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო);
გ) ახორციელებს საბჭოს გამართული მუშაობისათვის საჭირო სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკურ ფუნქციებს.
7. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, იმართება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
8. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
9. სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ თავმჯდომარესა და საბჭოს სხვა წევრებს.
10. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი და ეგზავნებათ სხდომაში მონაწილე საბჭოს ყველა წევრს.
11. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.