1.
მოსამსახურე სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.
სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება:
ა)
თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი – მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;
ბ)
შტატგარეშე მოსამსახურე – დავალების შესრულების ან ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვადი