📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.03.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6/12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016298
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2016
matsne.gov.ge 619 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 27.02.2015 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 28.09.2018 „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების (ჩამორთმევის) წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 21.02.2020 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 31.10.2018 დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 06.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილება №6/12 2016 წლის 30 მარტი ქ. ფოთი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.დ.“ ქვეპუნქტის  და „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ”  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4  ნოემბრის №13/49 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე თოფურია დანართი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის   საპატიო მოქალაქის  წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი  განსაზღვრავს  ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის   საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების  სამართლებრივ საკითხებს და  მათი  განხილვის  წესს. 2. საზოგადოების სულიერ, მორალურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პროგრესს განაპირობებს საზოგადოების თითოეული წევრის ღვაწლი, მისი ცხოვრების სტილი და საქმიანობა, რაც განსაზღვრავს მის ადგილს საზოგადოებაში და საზოგადოების დამოკიდებულებას მის მიმართ. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება იქნება ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორი ღვაწლმოსილ პიროვნებათა დამსახურების აღიარებისა და მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისათვის. 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური კუთვნილებისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებებისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივი, ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ. 4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პიროვნებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთათვის. 5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის წოდება დასტურია: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითრების, აგრეთვე უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის მოქალაქის პატივგებისა და აღიარებისა. 6. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, წყვეტს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  მერი. მუხლი 2🔗. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები. 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; ბ) მუნიციპალიტეტის მერს; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; დ) დადგენილი წესით რეგისტრირებულ საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს; ე) საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს. 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წარუდგენენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის   მერს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს: ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები; გ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები; დ) შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს წარდგენილის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, ორი ფოტოსურათი და წარდგენილის წერილობითი თანხმობა. 3. დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი. 4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს  უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ. მუხლი 3🔗. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას ახდენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი. 2. საპატიო მოქალაქის  წოდების მინიჭება ხდება საზეიმო ვითარებაში. მუხლი 4🔗. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის უფლებები 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე. 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეზე (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქისა) შესაძლებელია გაიცეს ერთჯერადი ფულადი ჯილდო არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, ან ფასიანი საჩუქარი. 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქეზე გაიცემა შესაბამისი მოწმობა.