,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
340010000.32.057.016224
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №13

2016 წლის 6 აპრილი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის   ავტონომიური   რესპუბლიკის   ნორმატიული   აქტების   შესახებ”   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,აჭარის   ავტონომიური   რესპუბლიკის   სოფლის   მეურნეობის   სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32  დადგენილებით  (გაზეთი ,,აჭარა” 06.04.2007წ., №54 (22.798), გვ.7-9) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
ა) დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“, ,,გ2“ და ,,გ3“ ქვეპუნქტები: 

,,გ1) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში  თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

გ2) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

გ3)  სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში  თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლი;“;

ბ) დებულების მე-8 მუხლს დაემატოს ,,ი1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი1. კომპეტენციის   ფარგლებში   საერთაშორისო   და   დონორ   ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა;“;

გ) დებულების 101 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;“;

დ) დებულების 101 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებსა და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;”;

ე)

დებულების 101  მუხლის ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“, ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
 

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.04.2016.
როდის იქნა მიღებული „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 06.04.2016. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 340010000.32.057.016224.
სად არის „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.04.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №13, 06.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 340010000.32.057.016224 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.04.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3248288/