„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010240020.32.057.016234
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №23

2016 წლის 3 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №43 დადგენილებაში (სსმ 19.09.2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამუშაოს მაძიებელ პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავება, ამ პირთა შესახებ  მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება;“;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1 და ,,გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) სააგენტოს სერვისებით მოსარგებლეთა კონსულტირება და ხელშეწყობა/ინფორმირებულობა შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით;“;

2) ქვეყნის ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობის მიზნით სამუშაოს მაძიებელთა კონსულტირება და ინფორმირებულობა/ხელშეწყობა;“;

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) შრომის ბაზრის კვლევა;

ზ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების შედეგად დასაქმებულთა აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის  შევსება/განახლება;“;

თ) საჯარო და კერძო სექტორში მოქმედი ორგანიზაციების კონსულტირება სააგენტოს სერვისებით სარგებლობის შესახებ/საჯარო და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა;“;

დ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1“  ქვეპუნქტი:

,,ი1) სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზის შესაბამისად გაწეული სერვისების შესახებ უტყუარი სტატისტიკური მონაცემების წარმოება;“;

ე) მე-2 მუხლის მე-2 ქვეპუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საჯარო და კერძო სექტორში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა;“;

ვ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ1“ ქვეპუნქტი:

,,კ1) ფორმალური და არაფორმალური განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა;”;

ზ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ინოვაციური იდეების შემუშავება  და სერვისების მუდმივი განვითარება.“;

თ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1“  ქვეპუნქტი:

„დ1) საკუთარი ფუნქციების განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემებისა  და  სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული (ბიზნეს-რეესტრის) მონაცემების გამოთხოვა და გამოყენება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;”;

ი) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“  ქვეპუნქტი:

,,თ1) არსებული პერსონალისათვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ღონისძიებების ორგანიზება და ხელშეწყობა;“;

კ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) სააგენტოს მიზნების მისაღწევად კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე