სასარგებლო წიაღისეულის (კვარცის) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 31.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №570
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/04/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.03.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიების გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიების გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ შპს „ქართულ სამშენებლო მასალების კომპანიაზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სასარგებლო წიაღისეულის (კვარცის) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:106%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:106%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:106%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:106%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:106%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
span.PlainTextChar { }
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №570
2016 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
სასარგებლო წიაღისეულის (კვარცის) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე, სასარგებლო წიაღისეულის (კვარცი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისთვის დადგინდეს შემდეგი მოთხოვნები:
1. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. დომბურულას ხეობაში, სასარგებლო წიაღისეულის (კვარცის) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) ძებნა-ძიებითი სამუშაოების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 3 (სამი) წლის ვადაში დახარჯოს არანაკლებ 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;
ბ) უზრუნველყოს შესწავლის პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის (არანაკლებ 20 ადამიანის) დასაქმება;
გ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან შესწავლის პერიოდში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, რეგიონულ ან ადგილობრივ დონეზე განახორციელოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობის თანხის ფარგლებში;
დ) შესწავლის პერიოდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი აუდიტორული მომსახურების გამწევი იურიდიული პირის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული თანხის ხარჯვის ანგარიშს;
ე) ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობზე მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას;
ვ) მოქალაქეებს არ შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა;
ზ) ხელი არ შეუშალოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას;
თ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების შემდგომ უზრუნველყოს საბადოს კომპლექსური ათვისება;
ი) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესწავლის პერიოდში განსახორციელებელი 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობის თანხის ხარჯვის გეგმა-გრაფიკი, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ და დასაბუთებულ ინფორმაციას შესწავლის პერიოდში ჩასატარებელი სამუშაოებისა (ღონისძიებების) და ამ სამუშაოებისათვის გასაწევი ხარჯების შესახებ, მათ შორის, კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ვადის ხანგრძლივობის თაობაზე. წარდგენილი ინფორმაცია გახდება ლიცენზიის ფარგლებში სავალდებულოდ შესასრულებელი პირობა და მისი შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს.
2. სახელმწიფო უფლებამოსილია, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სალიცენზიო ფართობის გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გასცეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი