📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.05.2016
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016204
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 588 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
სატვირთო მანქანა
ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება წიაღისეულის ტრანსპორტირებისათვის.
მუხლი 3
გადამზიდავი
ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ნებართვის საფუძველზე ახორციელებს წიაღისეულის გადაზიდვას ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
მუხლი 3
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 აპრილის №11 დადგენილებით დამტკიცებული ადგილობრივი მნიშვნელობის, სასოფლო და საუბნო გზები.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა გოგოლაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობის ორგანიზების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 26.12.2019 „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 25.12.2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – მარუხის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 29.09.2022 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 29.09.2022 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 30.06.2020

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №14 2016 წლის 6 მაისი ქ. ჭიათურა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს კონსტიტუციის“ 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა და მე-4 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულის გადამზიდავი  სატვირთო მანქანების მოძრაობის თანდართული წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანგანუმისა  და სხვა წიაღისეულის გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 02 აგვისტოს №18 დადგენილება (სსმ, 08/08/2013). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეპაატა გოგოლაძე დანართი №1 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესი მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წიაღისეულის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომატებული საფრთხის და გარემოს ზღვარსგადასული დაბინძურების გამო, რათა დაიცვას და შეინარჩუნოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანმრთელობისათვის უვნებელი (უსაფრთხო) გარემო. მუხლი 2🔗 ამ წესის მიღების საფუძველს წარმოადგენს წიაღისეულის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მოძრაობით გამოწვეული გარემოს დაბინძურება და ჰაერის დამტვერიანება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასევე იწვევს სავალი გზებისა და  ინფრასტრუქტურის დაზიანებას. მისი მიზანია დაიცვას გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებები – ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. მუხლი 3🔗 ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს ამავე დადგენილების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სატვირთო მანქანა – ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება წიაღისეულის ტრანსპორტირებისათვის. ბ) გადამზიდავი – ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ნებართვის საფუძველზე ახორციელებს წიაღისეულის გადაზიდვას ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. გ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 აპრილის №11 დადგენილებით დამტკიცებული ადგილობრივი მნიშვნელობის, სასოფლო და საუბნო გზები. მუხლი 4🔗 1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულით დატვირთული სატვირთო მანქანების მოძრაობა დასაშვებია მჭიდრო საფარით, გარეცხილი საბურავებით და ყველა იმ ნორმის დაცვით (სიჩქარის შეზღუდვა, ტვირთის ზღვრულად დასაშვები მოცულობა, ტექნიკური გამართულობა), რაც არ გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას და ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას შემდეგი პირობებით: ა) კვირაში სამი დღის განმავლობაში: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს; ბ) დილის 10 საათიდან  საღამოს 20 საათამდე; 01 ივლისიდან  სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებამდე კი – დილის 07 საათიდან 12 საათამდე და 14 საათიდან  20 საათამდე; გ) საათის განმავლობაში ჯამურად ყველა გადამზიდავისათვის დასაშვებია მხოლოდ 6 მანქანის გატარება. 2. სატვირთო მანქანების მოძრაობა იკრძალება წვიმიან, ასევე სადღესასწაულო და კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში. 3. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს განახორციელოს სატვირთო მანქანების მოძრაობის მონიტორინგი. 4. რომელიმე გადამზიდავის მხრიდან ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, ინდივიდუალურად აუკრძალოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულის გადაზიდვის უფლება. მუხლი 5🔗 1. ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი ნორმების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ფორსმაჟორულ შემთხვევაში (რაც წერილობით დასაბუთებული უნდა იყოს გადამზიდავის მიერ) საკრებულოს თანხმობით მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. ამ დადგენილების მიზნებისათვის ფორსმაჟორში იგულისხმება სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერი, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი სტიქიური მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორსმაჟორად არ ითვლება ინვესტორის (მეწარმის) ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. 3. ნებართვა გაიცემა მხოლოდ განსაზღრული ვადით, გადამზიდავის მიერ წერილობით დასაბუთებული პრობლემის აღმოფხვრამდე. მუხლი 6🔗 1. წიაღისეულის გადამზიდავი სატვირთო მანქანების ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი დამტვერიანების ან დაბინძურების შემთხვევაში აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება და გადარეცხვა ეკისრება გადამზიდავს, ასევე მას ეკისრება ტერიტორიის სისტემატური მორწყვა. 2. გადამზიდავი ვალდებულია აღადგინოს მის მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურა. მუხლი 7🔗 ამ წესის რომელიმე მუხლის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს  კანონმდებლობის შესაბამისი ზომები.