1. საერთაშორისო თანამშრომლობისა და მისი განვითარების ხელშეწყობის (მათ შორის, უცხოურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების) მიზნით, სამინისტროს თანხმობით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაძლებელია შეიქმნას საერთაშორისო სკოლა ან/და საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა.

2. საერთაშორისო სკოლაზე/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაზე არ ვრცელდება ამ კანონის IV თავისა (გარდა მე-17, მე-19, 22-ე და 261 მუხლებისა, 30-ე მუხლის პირველი, 21 და მე-5−მე-7 პუნქტებისა და 31-ე მუხლის პირველი−31 პუნქტებისა) და V თავის (გარდა 32-ე მუხლისა, 33-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 35-ე, 37-ე−372 და 42-ე მუხლებისა) მოქმედება.

3. ამ თავით გაუთვალისწინებელი საკითხები შესაძლებელია მოწესრიგდეს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო  სკოლის  წესდებითა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით.

საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022