1. იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდები, მაგრამ ვერ მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უფლება აქვთ, 2019-2020 სასწავლო წელს ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ნუსხა, რომელთაც უფლება აქვთ, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ირიცხებიან განცხადებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5279 – ვებგვერდი, 04.11.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021