1. აბიტურიენტი, რომელსაც სურს 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხოს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გადის შესაბამის კონკურსს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აბიტურიენტზე არ ვრცელდება ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება.

საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6498 – ვებგვერდი, 01.07.2020