1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე ატარებს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს, რომლის ნიმუშებსა და ტარების წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკას ამტკიცებს სამსახურის უფროსი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14

საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.

საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4328 – ვებგვერდი, 07.03.2019