1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ენიჭებათ „სახელმწიფო დაცვის“ შემდეგი სპეციალური  წოდებები:

ა)
(ამოღებულია - 21.09.2023, №3510);

ბ) საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;

გ) კადრის სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს:

გ.ა) უმცროს ოფიცერთა შემადგენლობაში – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

გ.ბ) უფროს ოფიცერთა შემადგენლობაში – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

გ.გ)უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობაში – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ზღვრული ასაკია:

ა) „სახელმწიფო დაცვის“ უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებების მქონე პირთათვის  –  45 წელი;

ბ) „სახელმწიფო დაცვის“ უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკამდე –  50 წელი;

გ) „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისათვის  –  55 წელი;

დ) „სახელმწიფო დაცვის“ უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – 60 წელი.

3. თანამშრომლის ზღვრული ასაკი, გარდა „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისა და „სახელმწიფო დაცვის“ უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცერთა შემადგენლობისა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

4. თანამშრომლის ზღვრული ასაკი „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისა და „სახელმწიფო დაცვის“ უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

5. თანამშრომლის ზღვრული ასაკის რამდენჯერმე (ნაწილობრივ) გაგრძელების შემთხვევაში გაგრძელების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილ ვადას.

6. „სახელმწიფო დაცვის“ სპეციალური წოდებების
მინიჭების წესი
განისაზღვრება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023