გაეროს გარემოს დაცვის პროგრამასა (UNEP) და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის - „სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით“ მოწონების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№918
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021419
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №918

2016 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

გაეროს გარემოს დაცვის პროგრამასა (UNEP) და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის - „სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით“ მოწონების თაობაზე

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს გაეროს გარემოს დაცვის პროგრამასა (UNEP) და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტი - „სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით“.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის 27-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს მიენიჭოს უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს გაეროს გარემოს დაცვის პროგრამასა (UNEP) და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელ შეთანხმების პროექტს - „სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით“.

პრემიერ-მინისტრი      გიორგი კვირიკაშვილი