სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
მიღების თარიღი 09.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №252
სარეგისტრაციო კოდი დასახელება
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/06/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.06.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 16100000 | სასოფლო-სამეურნეო და სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები ნიადაგის მოსამზადებლად ან კულტივირებისათვის |
| 16300000 | მოსავლის ასაღები მანქანები |
| 16510000 | ავტომტვირთველი ტრაილერები სოფლის მეურნეობისათვის |
| 16520000 | თვითმცლელი ტრაილერები სოფლის მეურნეობისათვის |
| 16530000 | ავტომტვირთველი ნახევარტრაილერები სოფლის მეურნეობისათვის |
| 16540000 | თვითმცლელი ნახევარტრაილერები სოფლის მეურნეობისათვის |
| 16710000 | ხელით სამართი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები |
| 16720000 | ნახმარი ტრაქტორები |
| 16730000 | გამწევი ძრავები |
| 30211000 | „მეინფრეიმი“/სერვერი |
| 30213000 | პერსონალური კომპიუტერები |
| 30231000 | გამომთვლელი მანქანების ეკრანები და სამართავი პულტები |
| 30232000 | პერიფერიული მოწყობილობები |
| 32250000 | მობილური ტელეფონები |
| 32320000 | ტელე- და აუდიოვიზუალური აპარატურა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი
ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №252
2016 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი
ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV კოდები) მიხედვით კლასიფიკატორის კოდები (დანართი №1), რომელთა ფარგლებშიც, საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას.
მუხლი 2🔗
ეთხოვოთ სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ავტონომიური რესპუბლიკების საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტებს, უზრუნველყონ, ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე, საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.
მუხლი 3🔗
სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალება, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული CPV კოდებისათვის, მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ვრცელდება ელექტრონული საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, გარდა:
ა) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;
ბ) დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახსრებიდან განხორციელებული შესყიდვებისა.
მუხლი 5🔗
საქართველოს მთავრობის მიერ წინასწარი თანხმობის გაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
დანართი №1
კოდი
დასახელება
16100000
სასოფლო-სამეურნეო და სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები ნიადაგის მოსამზადებლად ან კულტივირებისათვის
16300000
მოსავლის ასაღები მანქანები
16510000
ავტომტვირთველი ტრაილერები სოფლის მეურნეობისათვის
16520000
თვითმცლელი ტრაილერები სოფლის მეურნეობისათვის
16530000
ავტომტვირთველი ნახევარტრაილერები სოფლის მეურნეობისათვის
16540000
თვითმცლელი ნახევარტრაილერები სოფლის მეურნეობისათვის
16710000
ხელით სამართი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები
16720000
ნახმარი ტრაქტორები
16730000
გამწევი ძრავები
30211000
„მეინფრეიმი“/სერვერი
30213000
პერსონალური კომპიუტერები
30231000
გამომთვლელი მანქანების ეკრანები და სამართავი პულტები
30232000
პერიფერიული მოწყობილობები
32250000
მობილური ტელეფონები
32320000
ტელე- და აუდიოვიზუალური აპარატურა
34110000
მსუბუქი ავტომანქანები
34120000
ავტოსატრანსპორტო საშუალებები 10-ზე მეტი ადამიანის გადასაყვანად
34130000
ავტოსატრანსპორტო საშუალებები საქონლის ტრანსპორტირებისათვის
34140000
მძიმე სატვირთო მანქანები
34200000
სატრანსპორტო საშუალებების ძარები, მისაბმელები ან ნახევრადმისაბმელები
35410000
ჯავშნიანი სამხედრო მანქანები
39100000
ავეჯი*
39700000
საოჯახო ტექნიკა*
42511000
სითბოგაცვლითი დანადგარები და ჰაერის ან სხვა გაზების გასათხევადებელი მოწყობილობები
42512000
ჰაერის კონდიცირების საშუალებები
43500000
მუხლუხა სატრანსპორტო საშუალებები
*იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კოდით განხორციელებული/განსახორციელებელი შესყიდვის მთლიანი ღირებულება საბიუჯეტო წლის მანძილზე აჭარბებს 10 000.0 ლარს.