სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სამკურნალო-სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი ოლიმპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

მიღების თარიღი 14.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1141
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021597
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/06/2016
matsne.gov.ge 616 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მილერ გრუპისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 25.02.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „როიალ დეველოფმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 25.08.2015 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ − საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 86% 17.11.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „წალკა აგროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 15.05.2015 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 26.09.2017

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სამკურნალო-სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი ოლიმპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.Date1 {} span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1141 2016 წლის 14 ივნისი ქ. თბილისი სახელმწიფო  საკუთრებაში  არსებული  უძრავი  ქონების შპს „სამკურნალო-სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი ოლიმპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბორჯომში, რუსთაველის ქუჩა №101-ში მდებარე 2301 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 1801 კვ.მ საცურაო აუზი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.23.02.127) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „სამკურნალო-სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექს ოლიმპს“ (ს/კ:  226156398). 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში; ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:  ბ.ა) საცურაო კომპლექსის (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) დახურული ტიპის საცურაო აუზ(ებ)ს, ჯამში არანაკლებ 40 (ორმოცი) ადამიანზე გათვლილ, არანაკლებ 2 (ორი) გასახდელ ოთახს, არანაკლებ 12 (თორმეტი) ინდივიდუალურ საშხაპეს) შექმნა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია,   სარემონტო სამუშაოების ჩატარება,  აღჭურვა (მათ შორის, სპორტული ინვენტარით)) და ფუნქციონირების დაწყება; ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 050 000 (ერთი მილიონ ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება; გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების  სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროფილით ფუნქციონირების უზრუნველყოფა,  ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებიდან არანაკლებ 25 (ოცდახუთი) წლის განმავლობაში; დ) ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შესაბამისი შეთანხმების/მემორანდუმის გაფორმება, რომელიც შეეხება ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საცურაო კომპლექსის შექმნისა და ფუნქციონირების დაწყებიდან არანაკლებ 10 წლის  განმავლობაში: დ.ა) შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში,  კვირაში არანაკლებ 3 (სამი) დღე, ამ  პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საცურაო კომპლექსში, ცურვის შესწავლის მსურველი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების  ვარჯიშის  უსასყიდლოდ უზრუნველყოფას; დ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საცურაო კომპლექსში, ყოველწლიურად, ცურვაში საქალაქო ან/და რაიონული ან/და რეგიონული დონის შეჯიბრ(ებ)ის ჩატარების უზრუნველყოფას; დ.გ) სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებისათვის, მათივე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ  საცურაო   კომპლექსში მომსახურების საფასურის       50%-იანი  ფასდაკლების უზრუნველყოფას.   3. შპს „სამკურნალო-სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი ოლიმპი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  ინვესტიციის ოდენობის არანაკლებ 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს    4 (ოთხი) თვით. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი