„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№154
სარეგისტრაციო კოდი
010110000.08.002.017006
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №154

2016 წლის 30 ივნისი

     ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 10/06/2014, 010110000.08.002.016938) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 53-ე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

ა) საქართველოში ჯამურად არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ გაცემული ცნობა ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);

ბ) 1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ გაცემული ცნობა, ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი;

ბ) 1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ გაცემული ცნობა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) საქართველოში დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი;

ბ) 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის დატოვების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების (პასპორტი, სამხედრო ბილეთი, შრომის წიგნაკი ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი) ასლები ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ გაცემული ცნობა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2016 წლის 3 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.06.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 30.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №154. სარეგისტრაციო კოდი — 010110000.08.002.017006.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №154, 30.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 010110000.08.002.017006 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3323992/