საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1213
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021668
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1213

2016 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში - დეპარტამენტი), ქ. ბათუმსა და ქ. ახალციხეში დეპარტამენტისთვის სარგებლობაში გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ქ. ბათუმი - 05.27.16.028 და ქ. ახალციხე - 62.09.53.888), დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების განთავსების მიზნით, ახალი ადმინისტრაციული შენობების სამშენებლო სამუშაოების (ქ. ბათუმში - ახალი 3-სართულიანი ადმინისტრაციული შენობის (საერთო ფართით - 1198,8 კვ.მ) მშენებლობა და მიმდებარე ეზოს (2966 კვ.მ) კეთილმოწყობა, ასევე ქ. ახალიციხეში - ახალი 2-სართულიანი ადმინისტრაციული შენობის (საერთო ფართი დამხმარე ნაგებობების გათვალისწინებით - 418,10 კვ.მ) მშენებლობა და მიმდებარე ეზოს (1736,58 კვ.მ) კეთილმოწყობა) შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან („გარემოსდაცვითი ზედამხედველობა“ (პროგრამული კოდი: 38 02)).

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი