სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კოოპერატივი „რკ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თაფლი საჩინოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კოოპერატივი „რკ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თაფლი საჩინოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1235
2016 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი
ქონების კოოპერატივი „რკ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თაფლი საჩინოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ვანში, რუსთაველის ქუჩა №22-ში მდებარე 674 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა №1 (საერთო ფართით - 205.02 კვ.მ) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №31.01.30.108), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს კოოპერატივ „რკ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ თაფლ საჩინოს“ (ს/კ: 429650399).
2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით:
ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე, ყოველდღიურად, 4 (ოთხი) ტონა თაფლის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა (მათ შორის, ქონების რეკონსტრუქცია/რემონტი, აღჭურვა) და ფუნქციონირების დაწყება;
ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 60 000 (სამოცი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საწარმოს ფუნქციონირების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში, წარმოების პროფილის შენარჩუნება;
დ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს ფუნქციონირების დაწყების დღიდან, არანაკლებ 10 (ათი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით.
3. კოოპერატივი „რკ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თაფლი საჩინო“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კოოპერატივი „რკ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თაფლი საჩინოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კოოპერატივი „რკ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თაფლი საჩინოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.06.2016.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კოოპერატივი „რკ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თაფლი საჩინოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კოოპერატივი „რკ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თაფლი საჩინოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 30.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1235. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021681.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კოოპერატივი „რკ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თაფლი საჩინოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კოოპერატივი „რკ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თაფლი საჩინოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1235, 30.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021681 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3333704/