„მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №325 |
|
2016 წლის 11 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულებისას, დასაშვებია სპეციალური ჭრები ან/და მიწის სამუშაოები, აგრეთვე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 30 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა), რისთვისაც საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ჭრების დაწყებამდე 15 დღით ადრე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებას, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს წერილობით წარუდგინოს ტყეკაფის აღრიცხვის მასალები, ჭრების ან/და მიწის სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ტერიტორიის X და Y კოორდინატები და Shp-ფაილების ელექტრონული ვერსია. აღნიშნული მასალების წარდგენიდან 15 დღის შემდეგ საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია, განახორციელოს სპეციალური ჭრები ან/და მიწის სამუშაოები, ხოლო „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ამ პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი მართვის ორგანო, შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღეში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულება სპეციალური ჭრებით ან/და მიწის სამუშაოებით ასევე დასაშვებია სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 30-დან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა), მათ შორის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებისათვის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის წინასწარი სპეციალური გამოკვლევის მასალების, ტყეკაფის აღრიცხვის მასალების, ჭრების ან/და მიწის სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ტერიტორიის X და Y კოორდინატების და Shp-ფაილების ელექტრონული ვერსიის არანაკლებ ჭრების ან/და მიწის სამუშაოების დაწყებამდე 20 დღით ადრე წარდგენისა და უფლებამოსილი ორგანოს მითითებების გათვალისწინებით. აღნიშნული მასალების წარდგენიდან 20 დღის შემდეგ საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია, განახორციელოს სპეციალური ჭრები ან/და მიწის სამუშაოები, ხოლო „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს ამ პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო, შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 20 სამუშაო დღეში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება.“.
2. მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სპეციალური ჭრების განხორციელება დასაშვებია ტყეკაფის გამოყოფის და გახსნის გარეშე. ტყეკაფის აღრიცხვის მასალების და ჩატარებული ჭრების სისწორეზე პასუხისმგებელია სპეციალური ჭრების განმახორციელებელი პირი.“.
3. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გამონაკლის შემთხვევაში, მაგისტრალურ მილსადენებსა და მათთან დაკავშირებულ ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისას, როდესაც გადაუდებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოება, სპეციალური ჭრა ან/და მიწის სამუშაოები სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) დასაშვებია წინასწარი შეტყობინების გარეშე. სპეციალური ჭრის შედეგად მოჭრილი ხე-ტყის გადაცემა ხორციელდება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5-61 პუნქტებით დადგენილი წესით.“.
|