1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირებულ ტექსტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ კანონის 26-ე მუხლის თანახმად გამოსაქვეყნებლად გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირებული ტექსტი ოფიციალურად ქვეყნდება ამ კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2886 - სსმ I, №10, 28.04.2006 წ., მუხ.73

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1882 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.204

თავი V. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა ან შეჩერე