„სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№343
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.019404
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №343

2016 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით,  უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს მთავრობის  2015 წლის 11 თებერვლის №42 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  11/02/2015, 010220030.10.003.018427) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სპორტის სფეროს თაობაზე ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით,  უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების  დამტკიცების  შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის  „ე“ ქვეპუნქტისა  და 29-ე მუხლის  შესაბამისად, საქართველოში სპორტული შეჯიბრებების (განსაკუთრებით, ფეხბურთის მატჩებთან დაკავშირებით) მანიპულაციების, ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე  მაყურებლის მიერ გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის და ასევე, ზოგადად, სპორტის სხვადასხვა სახეობებში დოპინგის გამოყენების გახშირებული ფაქტების გათვალისწინებით და ყოველივე აღნიშნულის წინააღმდეგ წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის უზრუნველსაყოფად, სპორტის სფეროს თაობაზე ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით,  შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან/და მოადგილე(ები) – კომისიის წევრ(ებ)ი;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სპორტის სფეროს თაობაზე ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისიის დებულება“.

4. დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  სპორტის სფეროს თაობაზე  ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით,  უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის  დადგენილებით.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) ევროპის საბჭოს მიერ მიღებული: „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციიდან“ (1989 წ.),  „სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ (2014 წ.) და „ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების ერთიანი მიდგომის შესახებ“ (2016 წ.)  კონვენციებიდან გამომდინარე საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოში არსებული პრობლემების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების შემუშავება;

ბ) სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციის, ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის მიერ გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის, სპორტის სხვადასხვა სახეობებში დოპინგის გამოყენების  პრევენციისა და აღნიშნული ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;

გ) სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების,  ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის მიერ გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის, სპორტის სხვადასხვა სახეობებში დოპინგის გამოყენების  წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით რისკების შეფასება და ანალიზი, ამ მხრივ, შესაბამის სუბიექტებს  შორის  ინფორმაციის დროული გაცვლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;

დ) შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციებიდან, ეროვნული სპორტული ფედერაციებიდან და შესაბამისი უწყებებიდან სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციებთან, ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე  მაყურებლის მიერ გამოვლენილ ძალადობასა და არასათანადო ქცევასთან, სპორტის სახვადასხვა სახეობებში დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით) გამოთხოვა და ანალიზი;

ე) სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების, ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის მიერ გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის, სპორტის სახვადასხვა სახეობებში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლისათვის წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და აღნიშნულის საქართველოში დანერგვისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ევროპის საბჭოს კონვენციებიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისათვის წინადადების შემუშავება;

ზ) სპორტის სფეროსთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს მიერ სხვა ახალი კონვენცი(ებ)ის მიღებისა და ჩვენი ქვეყნის მხრიდან მასთან/მათთან  მიერთების შემთხვევაში, აღნიშნულთან  მიმართებით, ამ მუხლის „ა“-„ვ“ ქვეპუნტებში გათვალისწინებული ღონისძიებებისა და ქმედებების განხორციელება;

თ) გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი