იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.07.2016 ბოლო ცვლილება 31.12.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№351
სარეგისტრაციო კოდი
370040000.10.003.019416
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №351

2016 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია
მუხლი 1
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის    24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  განისაზღვროს საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებათა სისტემური რეგისტრაციის წარმოებისათვის შემდეგი დასახლებები:

1.  კარალეთი (გორის მუნიციპალიტეტი).

2.  ჯიმითი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი).

3.  არბოშიკი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი).

4.  არხილოსკალო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი).

5.  სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი).

6.  მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).

7.  ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი).

8.  ვედიდკარი (მარტვილის მუნიციპალიტეტი).

9.  ლახამულა (მესტიის მუნიციპალიტეტი).

10.   საგურამო (მცხეთის მუნიციპალიტეტი).

11.  მზისგული (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი).

12.  შუახევი (შუახევის მუნიციპალიტეტი). 

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ დასახლებებში საპილოტო პროექტის ფარგლებში სისტემური რეგისტრაციის სამუშაოების დაწყების დროს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საპილოტო პროექტის ფარგლებში უფლებათა რეგისტრაცია წარმოებს 2018 წლის 1 ივლისამდე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 31 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

მუხლი 3🔗

დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 31 ივლისიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.12.2018.
როდის იქნა მიღებული „იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია“?
„იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია“ მიღებულია 28.07.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №351. სარეგისტრაციო კოდი — 370040000.10.003.019416.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.12.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია“, №351, 28.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 370040000.10.003.019416 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3353846/