უმაღლესი განათლების საფეხურზე 2003-2004 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №220
2003 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
უმაღლესი განათლების საფეხურზე 2003-2004 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის შესახებ
„განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს 2003-2004 სასწავლო წელს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო დაკვეთით მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტი დანართის თანახმად.
2. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია) ერთ თვეში შეიმუშაოს და შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით დაამტკიცოს სახელმწიფო დაკვეთის განთავსება უმაღლესი სასწავლებლების მიხედვით.
3. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ. გაჩეჩილაძე) განათლების სამინისტროსთან (ა. კარტოზია), ფინანსთა სამინისტროსთან (მ. გოგიაშვილი) და სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით ორ თვეში დასამტკიცებლად წარმოადგინოს დაწყებითი პროფესიული და საშუალო პროფესიული განათლების საფეხურებზე 2003-2004 სასწავლო წლის სახელმწიფო დაკვეთის მაჩვენებლები.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „უმაღლესი განათლების საფეხურზე 2003-2004 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „უმაღლესი განათლების საფეხურზე 2003-2004 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.05.2003.
- როდის იქნა მიღებული „უმაღლესი განათლების საფეხურზე 2003-2004 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის შესახებ“?
- „უმაღლესი განათლების საფეხურზე 2003-2004 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის შესახებ“ მიღებულია 19.05.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №220. სარეგისტრაციო კოდი — 430.060.000.05.002.002.
- სად არის „უმაღლესი განათლების საფეხურზე 2003-2004 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.05.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „უმაღლესი განათლების საფეხურზე 2003-2004 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის შესახებ“, №220, 19.05.2003, სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/33598/