სს,,სანატორიუმი აჭარას’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/1263
ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან
2016 წლის 28 ივლისი
ქ. ქუთაისი
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და,
დაადგინა:
სს ,,სანატორიუმ აჭარის’’ (ს/კ 248381843) კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2016 წლის 13 სექტემბერს, 14:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:
ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება, გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№5).
3. დაევალოს სს ,,სანატორიუმ აჭარის’’ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი,კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი ნოდარი გიორგიძე