შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის დაწესებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№260
სარეგისტრაციო კოდი
280.070.090.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 58, 19/06/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №260

2003 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის დაწესებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების შესახებ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით:

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ გამოცხადდეს 14 ივნისი.

2. გაეროს მიერ 2003 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა უზრუნველყონ ინვალიდთა სოციალური დახმარების ღონისძიებების გეგმის შემუშავება და შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყონ მის განხორციელებას.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა.გამყრელიძე), ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის 2004-2007 წლების გრძელვადიანი პროგრამა.

4. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ა.ჯორბენაძემ.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის დაწესებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის დაწესებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.06.2003.
როდის იქნა მიღებული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის დაწესებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“?
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის დაწესებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“ მიღებულია 13.06.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №260. სარეგისტრაციო კოდი — 280.070.090.05.002.002.
სად არის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის დაწესებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.06.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის დაწესებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“, №260, 13.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 280.070.090.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/33760/