ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღის დაწესებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №467
2003 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღის დაწესებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების შესახებ
ხანდაზმულ ადამიანთა სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით:
1. ყოველი წლის 1 ოქტომბერი გამოცხადდეს ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღედ.
2. დაევალოს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს, გამგებლებსა და მერებს უზრუნველყონ ხანდაზმულ ადამიანთა სოციალური დაცვის ღონისძიებების გეგმის შემუშავება და მისი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე) შეიმუშაოს ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღის პროგრამა.
4. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ა. ჯორბენაძემ.
ე. შევარდნაძე