საქართველოში ეკოლოგიურ შიდამიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებულ ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №58
2005 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოში ეკოლოგიურ შიდამიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებულ ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
ბოლო პერიოდში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩა ასობით ოჯახი.
არსებული ფორსმაჟორული ვითარების გათვალისწინებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლებითა და მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობებით დასაკმაყოფილებლად შესყიდვების დაუყოვნებლივ განხორციელებისა და ქვეყანაში ეკოლოგიურ-შიდამიგრაციული პრობლემების დროულად გადაჭრის მიზნით:
1. ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული შიდამიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებული ასიგნებებიდან სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლებით დასაკმაყოფილებლად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ე.ასტემიროვა) უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს:
ა) შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საქართველოს სხვადასხვა რაიონში მიმწოდებელთა შერჩევის მეშვეობით;
ბ) შესყიდულ ბინებსა და საცხოვრებელ სახლებში მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა;
გ) ბინებისა და საცხოვრებელი სახლების შესყიდვასთან დაკავშირებული ყველა ფორმალური მხარის შესრულება და წარმოქმნილი ხარჯების დაფარვა.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოში ეკოლოგიურ შიდამიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებულ ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოში ეკოლოგიურ შიდამიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებულ ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.03.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოში ეკოლოგიურ შიდამიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებულ ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- „საქართველოში ეკოლოგიურ შიდამიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებულ ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 17.03.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №58. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოში ეკოლოგიურ შიდამიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებულ ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.03.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოში ეკოლოგიურ შიდამიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებულ ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“, №58, 17.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.03.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2057957/