სააქციო საზოგადოება ,,ზეგანის" აქციების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჯი-აი-ეი-სათვის" პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.12.1999 ბოლო ცვლილება 12.11.2000
გამომცემი ორგანო
ნომერი
№661
სარეგისტრაციო კოდი
240.060.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 67(74), 14/12/1999
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №661

1999 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება „ზეგაანის“ აქციების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯი-აი-ეი-სათვის“ პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემის შესახებ

სააქციო საზოგადოება „ზეგაანის“ გამო წამოჭრილი საკითხების მოწესრიგებისა და უცხოელი ინვესტორის ინტერესების დაცვის მიზნით:

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯი-აი-ეი-ს“ მიეცეს სააქციო საზოგადოება „ზეგაანის“ აქციათა 46,2 პროცენტის პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება, წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სააქციო საზოგადოება „ზეგაანის“ შრომითმა კოლექტივმა სააქციო საზოგადოება „ზეგაანის“ აქციათა 51 პროცენტის შესყიდვის უფლება დაუთმო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯი-აი-ეი-ს“.

3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება), დადგენილი წესით უზრუნველყოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯი-აი-ეი-სათვის“ 406250 ცალი აქციის (საწესდებო კაპიტალის 97,2 პროცენტი 312,500 აშშ დოლარის ღირებულება ეროვნულ ვალუტაში) გადაცემა.

4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯი-აი-ეი-ს“, მის მიერ სააქციო საზოგადოება „ზეგაანის“ გაკოტრების აუქციონზე გადახდილი თანხა (312,500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) ჩაეთვალოს ბრძანებულების პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული აქციების გამოსყიდვის ანგარიშში.

5. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს.

ე. შევარდნაძე