წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

მიღების თარიღი 17.08.2016
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.150.016104
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/08/2016
matsne.gov.ge 343 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 04.09.2020 წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 19.08.2025 წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 09.08.2018 წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 05.08.2016 წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 31.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2016 წლის 17 აგვისტო სოფ. წეროვანი წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სწაარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე (დანართი №1), სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში. მუხლი 2🔗 1. მუნიციპალიტეტის კულტურულ-ეკონომიკური ინტერესების, ცალკეული არქიტექტურული ობიექტების იერსახისა და მათი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულებების დაცვის მიზნით საარჩევნო პლაკატების გაკვრა აიკრძალოს ასევე დანართ №2-ში განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე. მუხლი 3🔗 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა. მუხლი 4🔗 1. სპეციალური სტენდების გარდა, პლაკატების გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე, ა/სადგურთან მდებარე ბანერებზე, კომერციულ სავაჭრო ნაგებობებზე მეპატრონესთან შეთანხმებით. მუხლი 5🔗 1. ამ დადგენილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას  1 (ერთ) ცალი საარჩევნო პლაკატი, ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი). მუხლი 6🔗 1. ამ დადგენილების პირველი მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა ობიექტზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით. მუხლი 7🔗 1. ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗 1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი დანართი №1 აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე 1. მართლმადიდებლური ეკლესია - მე-19 რიგი  დანართი №2   აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა 1. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის წეროვანის დევნილთა დასახლების სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების შენობაზე; 2. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის შენობაზე; 3. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების წეროვანის დევნილთა დასახლების ახალგაზრდული სახლის შენობაზე; 4. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანების შენობაზე; 5. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის შენობაზე; 6. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრის შენობაზე - კოტეჯი №764; 7. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობაზე - კოტეჯი №1479.