ფოთის საზღვაო ნავსადგურში ხორბლის შესანახი და გადამტვირთავი სპეციალიზებული ტერმინალის მშენებლობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№322
სარეგისტრაციო კოდი
330.130.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 67, 03/07/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №322

2003 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

ფოთის საზღვაო ნავსადგურში ხორბლის შესანახი და გადამტვირთავი სპეციალიზებული ტერმინალის მშენებლობის შესახებ

ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და კომპანია INTERGRAIN LLC-ის შემოთავაზებული წინადადების შესაბამისად ფოთის საზღვაო ნავსადგურში ხორბლის შესანახი და გადამტვირთავი სპეციალიზებული ტერმინალის მშენებლობის უზრუნველყოფის მიზნით:

1. მიღებულ იქნეს ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და კომპანია INTERGRAIN LLC-ის წინადადება ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-14 ნავმისადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორბლის შესანახი და გადამტვირთავი სპეციალიზებული ტერმინალის მშენებლობის შესახებ.

2. ხორბლის შესანახი და გადამტვირთავი სპეციალიზებული ტერმინალის ასაშენებლად ქ. ფოთის მერიამ (დ.ქანთარია) და ფოთის საზღვაო ნავსა დ გურმა კომპანია INTERGRAIN LLC-ს იჯარით გამოუყო ნ საჭირო მიწის ნაკვეთი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ.ადეიშვილი), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე), ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ    (მ.ნიკოლაიშვილი),    შინაგან    საქმეთა   სამინისტრომ (კ.ნარჩემაშვილი), საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციამ (ა.ბეჟანიშვილი), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა.გამყრე­ლიძე) კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება აღმოუჩინონ ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და კომპანია INTERGRAIN LLC-ს ამ ობიექტის მშენებლობისათვის საჭირო საკითხების მოგვარებაში.

ე. შევარდნაძე