ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1731
2016 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №1533 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, 881 600 (რვაას ოთხმოცდაერთი ათას ექვსასი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, კერძოდ:
ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცენტრალური წყალსადენის წყალსაქაჩი სადგურის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის სამუშაოები - 679 000 (ექვსას სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარის ფარგლებში;
ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის ჩოხატაური - ბუკისციხის საავტომობილო გზის (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის მიმდებარედ) დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები - 202 600 (ორას ორი ათას ექვსასი) ლარის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.08.2016.
- როდის იქნა მიღებული „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ“?
- „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 24.08.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1731. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022063.
- სად არის „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.08.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ“, №1731, 24.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022063 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3388291/