ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1899
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022227
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1899

2016 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის №485 განკარგულების საფუძველზე, დარჩენილი ეკონომიის - 172 293 (ას სამოცდათორმეტი ათას ორას ოთხმოცდაცამეტი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს 2016 წლის 8 ივლისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის საჭირო სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების შესყიდვები, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, კერძოდ:

ა) საპროექტო მომსახურებისათვის - 5 293 (ხუთი ათას ორას ოთხმოცდაცამეტი) ლარი;

ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის - 122 000 (ას ოცდაორი ათასი) ლარი;

გ) ხიდების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის - 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

დ) გაბიონის და საყრდენი კედლის მშენებლობის სამუშაოებისათვის - 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი