ზოგიერთი კატეგორიის სამართალდარღვევისათვის გადახდილი ჯარიმის განაწილების წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №335
2003 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
ზოგიერთი კატეგორიის სამართალდარღვევისათვის გადახდილი ჯარიმის განაწილების წესის შესახებ
�საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილების შესახებ� საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:
1. �საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის� 153-1533, 154, 1541-1542, 1551-1552, 157, 158, 1581, 159-1594, 163, 164-1644, 165-1652, 178, 193-195 მუხლებით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მობილიზებული (ფაქტობრივად ჩარიცხული) თანხების 30 პროცენტი ჩაირიცხოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალური სახსრების ანგარიშზე.
2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გადაცემული თანხები, ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, გამოყენებულ იქნეს ფინანსთა სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომელთა, განსაკუთრებით კი იმ პირთა მატერიალური სტიმულირებისათვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ზემოხსენებული სამართალდარღვევების გამოვლენასა და საჯარიმო თანხების მობილიზებაში.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი კატეგორიის სამართალდარღვევისათვის გადახდილი ჯარიმის განაწილების წესის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ზოგიერთი კატეგორიის სამართალდარღვევისათვის გადახდილი ჯარიმის განაწილების წესის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.07.2003.
- როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი კატეგორიის სამართალდარღვევისათვის გადახდილი ჯარიმის განაწილების წესის შესახებ“?
- „ზოგიერთი კატეგორიის სამართალდარღვევისათვის გადახდილი ჯარიმის განაწილების წესის შესახებ“ მიღებულია 10.07.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №335. სარეგისტრაციო კოდი — 020.080.000.05.002.002.
- სად არის „ზოგიერთი კატეგორიის სამართალდარღვევისათვის გადახდილი ჯარიმის განაწილების წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.07.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ზოგიერთი კატეგორიის სამართალდარღვევისათვის გადახდილი ჯარიმის განაწილების წესის შესახებ“, №335, 10.07.2003, სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.07.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/33922/