საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი
მიღების თარიღი 07.09.2016
ძალაში შესვლა 07.09.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №33/37
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016426
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას
შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტროს შორის
თანამშრომლობის მემორანდუმი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტრო (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი),
აქვთ რა სურვილი, გააძლიერონ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სფეროში, თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მიზანი
წინამდებარე თანამშრომლობის მემორანდუმის (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მემორანდუმი“) მიზანია, ერთობლივი სურვილის აღიარება, მხარეებს შორის შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებაზე.
მუხლი 2🔗
თანამშრომლობის სფეროები
მხარეებს განზრახული აქვთ, ითანამშრომლონ შემდეგ სფეროებში:
(a) შრომის კანონმდებლობა და პოლიტიკა;
(b) შრომითი ურთიერთობები;
(c) შრომის ინსპექცია;
(d) სოციალური უსაფრთხოება;
(e) თანამშრომლობის სხვა სფეროები მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 3🔗
თანამშრომლობის ფორმები
თანამშრომლობა მხარეებს შორის შეიძლება შედგეს შემდეგი ფორმით:
(a) გაცვლითი ვიზიტები მინისტრების დონეზე;
(b) მაღალი თანამდებობის პირების გაცვლითი ვიზიტები და სპეციალიზებულ სფეროებში ჯგუფური სასწავლო ტურები;
(c) ერთობლივად ორგანიზებული ტრენინგ კურსები და სემინარები;
(d) შესაბამის სფეროებში საინფორმაციო მასალების გაცვლა;
(e) თანამშრომლობის სხვა ფორმები მხარეებს შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 4🔗
პროგრამების კოორდინაცია
თანამშრომლობა წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის ღონისძიებების თარიღებისა და სიხშირის ჩათვლით, ერთობლივად განისაზღვრება მხარეთა მიერ ორმხრივი კონსულტაციების გზით, თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და ფინანსური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობის გათვალისწინებით.
მუხლი 5🔗
ფინანსური უზრუნველყოფა
თუ მხარეთა შორის წინასწარი კონსულტაციებით სხვაგვარად არ იქნა შეთანხმებული, თითოეული მხარე უზრუნველყოფს წინამდებარე მემორანდუმის თანამშრომლობის ღონისძიებებში მონაწილეობისას წარმოშობილი ხარჯების დაფარვას.
მუხლი 6🔗
დავების გადაწყვეტა
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე მემორანდუმის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 7🔗
ცვლილებები
წინამდებარე მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა ისეთი წესით, რა წესითაც წარმოდგენილი მემორანდუმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 8🔗
ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და შეწყვეტა
(a) წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაში რჩება სამი (3) წლის ვადით მისი ძალაში შესვლის დღიდან. მემორანდუმი ავტომატურად გრძელდება შემდგომი სამწლიანი პერიოდით ან პერიოდებით, თუ რომელიმე მხარე სამწლიანი ვადის ამოწურვამდე, სულ ცოტა ექვსი (6) თვით ადრე, წერილობთ არ შეატყობინეს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს მისი მოქმედება.
(b) მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტა გავლენას არ იქონიებს იმ კონკრეტული ღონისძიებების ვალიდურობაზე, მიმდინარეობასა ან შესაბამისი დაფინანსების ღონისძიებებზე, რომელთა მოქმედება დაიწყო წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში და ჯერ არ იქნება დასრულებული მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის დროისთვის.
ხელმოწერილია ორ დედნად 2016 წლის 7 სეტქმბერს, ქ. თბილისში თითოეული ქართულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
და სოციალური დაცვის ადამიანური რესურსებისა და
სამინისტროს სახელით სოციალური უსაფრთხოების
სამინისტროს სახელით
ხელმოწერილია ხელმოწერილია