შპს „აი-ჯი–ეი ინტერნეიშნლ“–ის შეტყობინება პარტნიორთა კრების მიწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა
შპს ,,აი-ჯი-ეი ინტერნეიშენლის“ პარტნიორთა კრების მოწვევის თაობაზე
შპს ,,აი-ჯი-ეი ინტერნეიშენლის“ პარტნიორებს:
1. მიხეილ მანაშეროვს, (დაბ. 27.01.1956 წ.) თბილისი, ვაზისუბნის დასახლება, მე-2 მრ., მე-13 კორპ. ,ბინა 7.
2. ვლადიმერ ბოკერიას (დაბ. 05.4.1944 წ.) თბილისი, ატენის 20, ბინა 6.
3. რუდიკო გოგუაძეს (დაბ. 10.9.1945 წ.) თბილისი, ი. აბაშიძის 147, ბინა 6.
4. დავით შიხაშვილს (დაბ. 06.02.1962 წ.) თბილისი, ჭავჭავაძის 16.
შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა
შპს ,,აი-ჯი-ეი ინტერნეიშენლის“ პარტნიორთა კრების მოწვევის თაობაზე
პატივცემულო პარტნიორებო:
საწარმოს საქმიანობის გაუმჯობესების, საწესდებო ფონდის გაზრდისა და წესდებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით, საზოგადოების გენერალური დირექტორი ითხოვს პარტნიორთა კრების მოწვევას.
კრება მოიწვევა შემდეგი საკითხების გადასაწყვეტად (დღის წესრიგი):
1. საწარმოში ახალი ინვესტიციების მოზიდვა, საწარმოს ქონების რეალიზაცია,
2. ახალი, დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
ამასთან, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9 1 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად:
პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში - დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით. რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას, წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს.
მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა.
კრება გადაწყვეტილება უნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი(პარტნიორები).
კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).
პარტნიორთა კრების თარიღია 2016 წლის 3 ოქტომბერი, 12 საათი.
მისამართი: თბილისი, ფალიაშვილის 49, ბინა 7 ა.
პატივისცემით:
შპს ,,აი-ჯი-ეი ინტერნეიშენლის“
გენერალური დირექტორი ვლადიმერ ბოკერია