შპს „რალი - კონტინენტალის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2088
2017 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „რალი - კონტინენტალის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის მე-4-მე-7 პუნქტების საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქედის მუნიციპალიტეტში, მდინარე დოლოგნის (მდ. ბზანა) კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით, შპს „რალი – კონტინენტალი“ (ს/კ: 245582944) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან სამი თვის ვადით და მიეცეს უფლება, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე დოლოგნის (მდ. ბზანა) კალაპოტში მოიპოვოს 11850 მ3 ქვიშა-ხრეში, შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 732157 | 4602920 |
| 2 | 732157 | 4602883 |
| 3 | 732229 | 4602888 |
| 4 | 732285 | 4602919 |
| 5 | 732328 | 4602944 |
| 6 | 732371 | 4602945 |
| 7 | 732389 | 4602953 |
| 8 | 732409 | 4602970 |
| 9 | 732415 | 4602982 |
| 10 | 732411 | 4603045 |
| 11 | 732404 | 4603037 |
| 12 | 732397 | 4603004 |
| 13 | 732407 | 4602988 |
| 14 | 732376 | 4602964 |
| S= 0,79 ჰა | ||
| WGS 1984. |
2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი – შპს „რალი – კონტინენტალი“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) წიაღითსარგებლობის ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს შპს „დელტა კომმის“ მიერ დადგენილი პირობების დაცვით;
გ) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით;
დ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „რალი - კონტინენტალის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „რალი - კონტინენტალის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.10.2017.
- როდის იქნა მიღებული „შპს „რალი - კონტინენტალის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ“?
- „შპს „რალი - კონტინენტალის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ“ მიღებულია 05.10.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2088. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024733.
- სად არის „შპს „რალი - კონტინენტალის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.10.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „რალი - კონტინენტალის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ“, №2088, 05.10.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024733 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3829465/