შპს,,Mix-მშენებელის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2412
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022561
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2412

2016 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს ,,Mix-მშენებელის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის მე-4 − მე-7 პუნქტების საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქედის მუნიციპალიტეტში, მდინარე აკავრეთას კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით, შპს „Mix-მშენებელი“ (ს/კ: 445428724) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან სამი თვის ვადით და მიეცეს უფლება, დაბა ქედის მიმდებარედ, მდინარე აკავრეთას კალაპოტში მოიპოვოს 54 300 მ3 ქვიშა-ხრეში, შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

X

Y

1

744641

4609226

2

744667

4609198

3

744755

4609107

4

744811

4609056

5

744849

4609019

6

744920

4608931

7

745006

4608857

8

745087

4608772

9

745121

4608714

10

745075

4608698

11

744976

4608787

12

744928

4608830

13

744880

4608876

14

744821

4609001

15

744801

4609033

16

744719

4609089

17

744615

4609190

18

744543

4609203

S= 3,62 ჰა

WGS 1984.

 

 

2. შპს „Mix-მშენებელი“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკ­რებ­ლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                    გიორგი კვირიკაშვილი