შპს „Mix-მშენებლის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1635
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024358
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1635

2017 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „Mix-მშენებლის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის მე-4-მე-7 პუნქტების საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქედის მუნიციპალიტეტში, მდინარე აკავრეთის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით, შპს „Mix-მშენებელი“ (ს/კ: 445428724) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან სამი თვის ვადით და მიეცეს უფლება, დაბა ქედის მიმდებარედ, მდინარე აკავრეთის კალაპოტში მოიპოვოს 49650 მ3 ქვიშა-ხრეში, შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

№

X

Y

1

744655

4609210

2

744755

4609107

3

744811

4609056

4

744849

4609019

5

744920

4608931

6

745006

4608857

7

745087

4608772

8

745121

4608714

9

745075

4608698

10

744976

4608787

11

744928

4608830

12

744880

4608876

13

744821

4609001

14

744801

4609033

15

744723

4609092

16

744625

4609188

S= 3,31 ჰა

WGS 1984.

 

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი – შპს „Mix-მშენებელი“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ;

დ) სასარგებლო წიაღისეულის ამოღება განახორციელოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დადგენილი პირობების დაცვით.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი            

              

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „Mix-მშენებლის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „Mix-მშენებლის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.08.2017.
როდის იქნა მიღებული „შპს „Mix-მშენებლის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ“?
„შპს „Mix-მშენებლის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ“ მიღებულია 03.08.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1635. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024358.
სად არის „შპს „Mix-მშენებლის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „Mix-მშენებლის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ“, №1635, 03.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024358 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3778725/