„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
040170030.57.069.016095
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №14

2016 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

 

„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების“ (www.matsne.gov.ge, 25.05.2015, 040170030.57.069.016061) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. განმარტების მიღების უფლება

1. კონკურსისთვის სტატუსის „კონკურსი გამოცხადებულია“ მინიჭებიდან სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე არაუგვიანეს 24 საათისა, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, შემსყიდველ ორგანიზაციას, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოსთხოვოს საკონკურსო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთოს შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

2. თუ კითხვის დასმიდან კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე დარჩენილია 24 საათზე ნაკლები, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გააკეთოს განმარტება კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე არაუგვიანეს 2 საათისა.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტება არ უნდა იყოს ბუნდოვანი და კონკრეტულად უნდა პასუხობდეს დასმულ კითხვას.

4. კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე საკონკურსო პირობების ჩანაწერის ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს ყველა პრეტენდენტს, ხოლო კონკურსისთვის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებიდან სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე – საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტს. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში.

5. მიმწოდებელს „კითხვა-პასუხის“ მოდულით სარგებლობის უფლება აგრეთვე აქვს ხელშეკრულებისთვის სტატუსის „შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 დეკემბრიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე