„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სხვა ადმინისტრაციული ორგანო (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №40279 |
|
2016 წლის 26 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში (სსმ, 109, 16/08/2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 140.080.000.40.036.009.071) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ოფიცერი, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით, გარდა 3 წელზე მეტი ვადით მიღებისა ან/და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“. |
2.
მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უზრუნველყოფს საატესტატო კომისიის მიერ საატესტაციო პროგრამის და საატესტაციო კითხვარის შედგნას და სამსახურის უფროსთან დასამტკიცებლად წარდგენას;“. |
3.
მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „დ“, „ე” და „ვ” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„დ) საატესტაციო პროგრამისა და საატესტაციო კითხვარის შესადგენად, საჭიროების მიხედვით, წარუდგენს წინადადებებს სამსახურის უფროსს სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი შემადგენლობის თაობაზე, უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციისა და სახელმძღვანელო მასალის გამოთხოვას სამსახურის სტუქტურული დანაყოფებიდან;“; ე) იღებს ზომებს კითხვარების და კითხვარებზე პასუხების კონფიდენციალურობის დასაცავად; ვ) უზრუნველყოფს საიდუმლოების სარეჟიმო მოთხოვნების დაცვას, გამოთხოვილი მასალების სამსახურის შესაბამისი დანაყოფებისთვის დაბრუნებას.“. |
4.
მე-3 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„5. საატესატაციო კომისია უფლებამოსილია განიხილოს და განსაზღვროს საატესტაციო პროგრამისა და მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება-გადამზადების ან/და სხვა საკვალიფიკაციო კურსების პროგრამების არსებითი, თემატური თავსებადობა. ამგვარი თავსებადობის არსებობის შემთხვევაში, მოსამსახურე, რომელსაც აღნიშნული კურსი გავლილი აქვს დადებითი შეფასებით, ატესტაციას დაექვემდებარება მომდევნო წელს, მაგრამ არაუადრეს კურსის გავლიდან 6 (ექვსი) თვისა. ამ მიზნით: ა) შესაბამისი კატეგორიის პირთა შესახებ საატესტაციო კომისიას ინფორმაციას აწვდის კადრების მთავარი სამმართველო; ბ) საატესტაციო კომისია დანაყოფებიდან გამოითხოვს შესაბამის პროგრამებს ან/და რეკომენდაციებს პროგრამების თავსებადობის შეფასების მიზნით.“. |
5.
მე-6 მუხლის:
|
ა)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ატესტაციას დაქვემდებარებულ თანამშრომელს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ორი კვირისა.“; |
ბ)
31 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.10.2016.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 26.10.2016. მიმღები ორგანო — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №40279. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.42.047.016046.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №40279, 26.10.2016, სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016046 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3421537/