ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის
ა ნ გ ა რ ი შ ი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წლის მანძილზე, შემოსულია სულ 52 წერილობითი მოთხოვნა, ყველა მათგანზე პასუხები გაცემულია ვადების დაცვით.
5 საჯარო მოთხოვნა კუთვნილებისამებრ, რეაგირებისათვის გადაეგზავნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლის თაობაზეც, დროულად ეცნობა მოთხოვნის ავტორს.
დაკმაყოფილებულია 48 საჯარო მოთხოვნა.
4 საჯარო მოთხოვნაზე მიღებულ იქნა მოტივირებული გადაწყვეტილება უარის თქმის თაობაზე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მოთხოვნებს.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე, არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა.
საჯარო მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, სხვადასხვა დროს, გადაწყვეტილება მიღებული აქვს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს, ივანე ჟორჟოლიანს.
საანგარიშო პერიოდში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
საანგარიშო წლის განმავლობაში, პერიოდულად მიმდინარეობდა მუშაობა საჯარო მონაცემთა ბაზის განახლებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, 2016 წელს გაცემულია 7 საჯარო ინფორმაცია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების შესახებ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევასა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკრებულოს მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის, შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებით, საკრებულოსათვის ხარჯების გადახდის ვალდებულება სასამართლოს მიერ დაკისრებული არ ყოფილა და სასამართლო ხარჯები ამ მიმართულებით არ გაწეულა.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი