საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2513
2016 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (შემდგომში - სამსახური) მიეცეს თანხმობა, მის სარგებლობაში არსებული, ამ განკარგულების №1 დანართში მითითებული უძრავი ქონება და №2 დანართში მითითებული მოძრავი ქონება (სასადილო ინვენტარი), აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით, 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გადასცეს შპს „ილი ჯგუფს“ (ს/ნ: 205265808), წლიური საიჯარო ქირით – 68944.26 ლარად (სამოცდარვა ათას ცხრაას ორმოცდაოთხი ლარი და 26 თეთრი).
2. შპს „ილი ჯგუფმა“ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საიჯარო ქირის გადახდა:
ა) 2016 წლის 31 დეკემბრამდე - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) 2017 წლის 25 აპრილამდე - 38944.26 ლარის (ოცდათვრამეტი ათას ცხრაას ორმოცდაოთხი ლარი და 26 თეთრი) ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 09.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2513. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022675.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №2513, 09.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022675 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3463106/