საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის

ანგარიში

საჯარო ინფორმაციისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

 

1.      საკრებულოში შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 15 მოთხოვნა, აქედან:

„საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ –4 განცხადება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“–6 განცხადება

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ცენტრი“–1 განცხადება

„მმართველობითი სისტემის განვითარების ცენტრი“–1 განცხადება

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“–1 განცხადება

მოქალაქეები–2 განცხადება

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა არ შემოსულა. მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

2.      მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მიღებული გადაწყვეტილებათა რაოდენობაა 17 (მათ შორის ერთი შუალედური პასუხი, ერთი 2015 წელს შემოსული განცხადების პასუხი) გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე–საკრებულოს აპარატის უფროსი ილია სიფროშვილი. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა; კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.

3.      არ მომხდარა საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემის შეგროვების დამუშავების, შენახვის და სხვისთვის გადაცემა.

4.      საჯარო მოსამსახურეების მიერ არ განხორციელებულა ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევა და შესაბამისად პასუხისმგებელ პირს არ დაკისრებია დისციპლინური სახდელი.

5.      საკრებულოს არ მიუღია უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ასევე არ მომხდარა კოლეგიური სხდომის დახურვა.

6.      საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, შესაბამისად საკრებულოს არ აქვს მსგავსი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევა.

7.      საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასთან და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის , მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ყოფილა.